ფეხბურთი

0:31 | 22.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ჟირონამ" ქულები ბოლო წუთებზე დაკარგა

ლა ლიგის ლიდერმა „ჟირონამ“ მე-18 ტურში უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა, არადა, კატალონიელები ძალიან ახლოს იყვნენ მოგებასთან.

მიჩელის გუნდი სტუმრად, სევილიაში „ბეტისს“ არტიომ დოვბიკის 39-ე წუთზე გატანილი გოლებით ამარცხებდა და ბევრი არაფერი აშორებდა მორიგ სამ ქულასთან, თანაც, „ბენიტო ვილამარინზე“ მოგება უდავოდ მათ თავდაჯერებას კიდევ უფრო გააძლიერებდა.

თუმცა, 88-ე წუზე ხერმან პეცელმა გაათანაბრა და მატჩი 1:1 დასრულდა.

„ჟირონას“ 18 ტურში 45 ქულა აქვს, მომდევნო ტურში კი 3 იანვარს, მადრიდის „ატლეტიკოს“ უმასპინძლებს.

0.10788