ფეხბურთი

23:44 | 21.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსი" ნიდერლანდების თასიდან მე-4 დივიზიონის გუნდმა გააგდო, მიქაუტაძემ 90 წუთი ითამაშა

ამსტერდამის „აიაქსი“ ნიდერლანდების თასს 1/16-ფინალურ ეტაპზე გამოეთიშა, თანაც რანგით მეოთხე დივიზიონის გუნდთან!

ამსტერდამელებმა სტუმრად „ჰერკულესთან“ 2:3 წააგეს. „აიაქსი“ 0:2 მარცხდებოდა, მაგრამ 83-ე და 89-ე წუთებზე ბრაიან ბრობისა და ჩუბა აკპომის გოლებით გაათანაბრა... თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მესამეც გაუშვა და გავარდა.

გიორგი მიქაუტაძემ „აიაქსში“ პირველად ითამაშა შეუცვლელად, მაგრამ ცხადია, არც ამჯერად მოქმედებდა მისთვის ბუნებრივ პოზიციაზე. ქართველი ორჯერ ახლოს იყო გოლთან, მეკარემ აჯობა და მცველმა ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი. აღსანიშნავია, რომ ამსტერდამელთა ორივე გოლი გიორგის კონკურენტებმა გაიტანეს.

ფრანგული მედია აქტიურად წერს „მეცში“ მიქაუტაძის დაბრუნების შესახებ, მაგრამ ფაქტია, ქართველი ჯერ ისევ „აიაქსში“ ირჯება, სადაც დღემდე 9 უგოლო თამაში დაუგროვდა. ცნობისთვის, "ჰერკულესი" მე-4 დივიზიონში მე-10 ადგილზეა...

0.114521