დიდი ბრიტანეთის მთავრობა სუპერლიგას ეწინააღმდეგება და როგორც დააანონსეს, მალე მიიღებენ, შესაბამის კანონს, რომელიც ბრიტანულ კლუბებს სუპერლიგაში მონაწილეობის უფლებას შეუზღუდავს.
„ჩვენ მალე შემოგთავაზებთ კანონმდებლობას, რომელიც ბრიტანულ კლუბებს მსგავს სეპარატისტულ ტურნირებში მონაწილეობას აუკრძალავს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამრიგად, უეფასა და სუპერლიგას შორის მორიგი ბრძოლა გაჩაღდა. ამ ეტაპზე სუპერლიგას ღიად მხარს მხოლოდ მადრიდის „რეალი“ და „ბარსელონა“ უჭერენ, მანამდე პროექტში „იუვენტუსიც“ იყო, მაგრამ ანდრეა ანიელის კლუბიდან წასვლის შემდეგ ტურინელთა პოზიციაც შეიცვალა.