მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა და სუპერლიგის იდეის ერთ-ერთმა ავტორმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ დღეიდან ფეხბურთი თავისუფალია.
„დღეიდან კლუბები საკუთარი ბედის პატრონები იქნებიან. 70 წლის წინ გიგანტური ნაბიჯი გადავდგით ფეხბურთში ევროპის თასის შექმნით და ახლა ჩვენ ვალდებული ვართ ფეხბურთს განვითარებაში დავეხმაროთ. შევძლებთ ვიმუშაოთ თავისუფლად, მუქარის გარეშე და ფეხბურთის გაუმჯობესების მიზნით. დღეიდან აწმყო და მომავალი საბოლოოდ კლუბების და გულშემატკივრების ხელშია. ფეხბურთის ისტორიისთვის დიდი დღეა. დღეს თავისუფალმა ევროპამ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა და დღეს, ფეხბურთმა და მისმა გულშემატკივრებმაც გაიმარჯვეს. ჩვენ არავის წინააღმდეგი არ ვართ, უბრალოდ ფეხბურთის განახლება გვინდა, რადგან მისი კლუბების და გულშემატკივრების ხელშია“, - თქვა პერესმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპულმა სასამართლომ სუპერლიგის შექმნას მწვანე შუქი აუნთო და მას უეფა ხელს ვეღარ შეუშლის. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სუპერლიგა 64-გუნდიანი იქნება, რომელიც სამ დივიზიონად დაიყოფა და იმოქმედებს აღზევება-დაქვეითების სისტემა.
აქვე გეტყვით, რომ სუპერლიგის მხარდამჭერი ჯერჯერობით მხოლოდ სამი კლუბია, რომლებსაც პროექტი მისი დაარსების დღიდან არ დაუტოვებიათ - „რეალი“, „იუვენტუსი“ და „ბარსელონა“.