უეფა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ევროპის სუპერლიგის შესახებ გამოეხმაურა.
„ეს გადაწყვეტილება არ გულისხმობს ეგრეთ წოდებული სუპერლიგის მოწონებას ან დამტკიცებას, არამედ ხაზს უსვამს უეფას წინასწარი ავტორიზაციის სისტემაში არსებულ ისტორიულ ხარვეზს, ტექნიკურ ასპექტს, რომელიც უკვე აღიარებული და განხილული იყო 2022 წლის ივნისში. უეფა დარწმუნებულია, რომ მისი ახალი წესები მტკიცეა და რომ ისინი შეესაბამება ყველა ევროპულ კანონს და რეგულაციას.
უეფა მტკიცედ რჩება ევროპული საფეხბურთო პირამიდის მხარდამჭერად, რაც ნიშნავს, რომ ის კვლავ ემსახურება საზოგადოების ფართო ინტერესებს. ჩვენ გავაგრძელებთ ევროპული სპორტული მოდელის ჩამოყალიბებას ეროვნულ ასოციაციებთან, ლიგებთან, კლუბებთან, გულშემატკივრებთან, მოთამაშეებთან, მწვრთნელებთან, ევროპულ ინსტიტუტებთან, მთავრობებთან და პარტნიორებთან ერთად.
გვჯერა, რომ სოლიდარობაზე დაფუძნებული ევროპული საფეხბურთო პირამიდა, რომელიც გულშემატკივრებმა და ყველა დაინტერესებულმა მხარემ გამოაცხადეს შეუცვლელ მოდელად, დაცული იქნება ევროპული და ეროვნული კანონმდებლობით და ავიცილებთ ხიფათს“, - ციტირებს ტვიტერში უეფას განცხადებას ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.