ფიფამ წლის ბოლო რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ბევრი ცვლილება არ მომხდარა, რაც ბუნებრივია, რადგან ბოლო თვეში სანაკრებო მატჩები არ ყოფილა.
უცვლელია საქართველოს ნაკრების პოზიციაც და ისევ 77-ე ადგილზეა 1312.45 ქულით. საქართველო მცირედით ჩამორჩება ჰონდურასს, ხოლო ყველაზე ახლოს უკან სალვადორის ნაკრები ჰყავს.
...75. ისრაელი - 1323.43 ქულა
76. ჰონდურასი - 1313.8
77. საქართველო - 1312.45
78. სალვადორი - 1306.14
79. ჩინეთი - 1299.49
ევრო 2024-ის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ლუქსემბურგი ფიფას რეიტინგში ამჟამად 83-ე საფეხურზეა. რაც შეეხება პოტენციურ მეტოქეებს, საბერძნეთი 47-ე და ყაზახეთი კი მე-100 ადგილზეა.
ფიფას რეიტინგის საუკეთესო ათეული ასეთია, რომელშიც არანაირი ცვლილება არ მომხდარა:
1. არგენტინა - 1855.2 ქულა
2. საფრანგეთი - 1845.44
3. ინგლისი - 1800.05
4. ბელგია - 1798.46
5. ბრაზილია - 1784.09
6. ნიდერლანდები - 1745.48
7. პორტუგალია - 1745.06
8. ესპანეთი - 1732.64
9. იტალია - 1718.82
10. ხორვატია - 1717.57