ფეხბურთი

13:47 | 21.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ევროპულმა სასამართლომ უკანონოდ გამოაცხადა ფიფას და უეფას ქმედებები სუპერლიგის აკრძალვის შესახებ

ევროპულმა სასამართლომ ფიფას და უეფას ქმედებები 2021 წელს სუპერლიგის შექმნის აკრძალვის შესახებ უკანონოდ გამოაცხადა.

ორგანიზაციებს არ აქვთ მონოპოლია საკლუბო შეჯიბრებებზე ევროპაში: სუპერლიგა უკვე ოფიციალურად შეიძლება შეიქმნას ევროპული კანონმდებლობის შესაბამისად.

2021 წლის აპრილში 12 ევროპულმა კლუბმა გამოაცხადა სუპერლიგის შექმნის შესახებ. მასში შედიოდნენ ინგლისური „არსენალი,“ „ლივერპული,“ „მანჩესტერ სიტი,“ „მანჩესტერ იუნაიტედი,“ „ტოტენჰემი,“ „ჩელსი“, ესპანური „ბარსელონა,“ მადრიდის „რეალი“ და „ატლეტიკო“, ასევე იტალიური „ინტერი,“ „მილანი“ და „იუვენტუსი.“

მოგვიანებით, კრიტიკის ფონზე, ცხრა კლუბმა უარი თქვა პროექტში მონაწილეობაზე, რომლითაც დაინტერესებულნი არიან „ბარსელონა“ და მადრიდის „რეალი.“ 2021 წლის მაისში სუპერლიგამ უეფა და ფიფა დაადანაშაულა კონკურენციის კანონის დარღვევაში.

0.115198