ოთხშაბათ საღამოს „ლივერპულმა“ ინგლისის ლიგის თასის მეოთხედფინალში „ვესტ ჰემს“ უმასპინძლა და ანგარიშით 5:1 დაამარცხა.
დუბლი მიითვალა კერტის ჯონსმა, თითოც დომინიკ სობოსლაიმ, კოდი გაკპომ და მოჰამედ სალაჰმა გაიტანეს. სტუმართაგან თავი ჯაროდ ბოუენმა გამოიჩინა.
„ლივერპული“ ტურნირის ნახევარფინალში გავიდა, სადაც „ფულემს“ შეხვდება. მეორე წყვილში კი „ჩელსი“ „მიდლსბროს“ დაუპირისპირდება. ნახევარფინალში გუნდები ორ-ორ მატჩს გამართავენ, შინ და სტუმრად. პირველი შეხვედრები 8, ხოლო საპასუხო 22 იანვარს გაიმართება.
ახალ წლამდე „ლივერპულს“ პრემიერლიგაში ორი შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი „არსენალთან“ (23 დეკემბერს) და „ბარნლისთან“ (26 დეკემბერს).