ფეხბურთი

23:07 | 20.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

არველაძის დებიუტი "კარაგუმრუქში" და მარცხი "გალათასარაისთან"

„კარაგუმრუქის“ მთავარი მწვრთნელის რანგში შოთა არველაძის დებიუტი შედგა. თურქეთის სუპერლიგის მე-17 ტურში ქართველი სპეციალისტის გუნდი სტამბოლში „გალათასარაის“ ესტუმრა და 0:1 წააგო.

ერთადერთი გოლი მე-40 წუთზე ქერემ აქთურქოღლუმ გაიტანა და დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა. ამრიგად, არველაძის დებიუტი წარუმატებელი გამოდგა.

„კარაგუმრუქი“ 16 მატჩში მოპოვებული 17 ქულით მე-14 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 23 დეკემბერს, „გაზიანთეფს“ უმასპინძლებს.

0.113848