ფეხბურთი

22:21 | 20.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ასათიანი: "ეს მოგება არ გვიხარია, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატი ხელიდან წაგვართვეს"

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი პორტუგალია 2:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა და გამარჯვების გოლის ავტორმა გიორგი ღავთაძემ კომენტარი გააკეთეს.

ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ფუტსალის ნაკრების მწვრთნელი): „დავამარცხეთ ნაკრები, რომელსაც 5 წელი ოფიციალურ მატჩებში არ დამარცხებულა. დარწმუნებული ვარ, ჩემს გუნდს არ უხარია, რადგან ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატი ხელიდან წაგვართვეს. უბრალოდ, არასამართლიანია ამ გუნდის ასე ჩამოშლა, რადგან ჩანს, რა შეუძლია ამ გუნდს და მინდა, მათ დიდი მადლობა ვუთხრა. ერთიანობას, სწორ მუშაობას ყველაფრის გაკეთება შეუძლია“.

გიორგი ღავთაძე (საქართველოს ფუტსალის ნაკრების ფეხბურთელი): „დიდი დანაკლისის მიუხედავად გავიმარჯვეთ და ემოციები ძალიან დიდია. გოლი სამჯერ, ოთხჯერ მეტად აძლიერებს ემოციას. საქართველოს ნაკრებში მაინც იქნებიან ისეთი მოთამაშეები, რომლებიც ასეთი დონის ნაკრებების დამარცხებას შეძლებენ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსი დაკარგა, თუმცა, რომ არა დაკლებული ქულები, პლეი-ოფში მუნდიალის საგზურისთვის იბრძოლებდა...

0.117582