„ნაპოლისა“ და არგენტინის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ეზეკიელ ლავეცი დაჭრეს. ინფორმაცია თავდაპირველად ურუგვაულმა მედიამ გაავრცელა.
ლავეცის ჭრილობა მუცლის არეში მიაყენეს და საავადმყოფოში გადაიყანეს. ბოლო ცნობებით, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
როგორც გავრცელდა ინფორმაცია, ლავეცი ოჯახურ გარემოში დაჭრეს, თუმცა, ზუსტი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.