ფეხბურთი

20:03 | 20.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი პორტუგალია დაამარცხა

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში გამოსვლა დაასრულა და სენსაციური გამარჯვება მოიპოვა.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა ბოლო ტურში მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი პორტუგალია 2:1 დაამარცხა. ეს მატჩი სატურნირო თვალსაზრისით არაფერს წყვეტდა, მაგრამ ასეთი დონის მეტოქესთან მოგება უდავოდ გამოსარჩევია.

პორტუგალია 22-ე წუთზე ნევეშის გოლით დაწინაურდა, მაგრამ ასათიანის გუნდმა მოახერხა სიტუაციის შეცვლა. 33-ე წუთზე ჩიმბამ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე გამარჯვების გოლი გიორგი ღავთაძემ გაიტანა.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში გამოსვლა 6 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა, ხოლო პორტუგალიამ პირველი ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ლუზიტანელებმა ჯგუფში ყველა მატჩი მოიგეს, გარდა დღეს, თბილისში გამართული შეხვედრისა.

0.115167