ფეხბურთი

19:20 | 20.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ფროზინონესთან" მარცხის შემდეგ ოსიმენმა რამდენიმე თანაგუნდელთან იკამათა

„ნაპოლის“ თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი იტალიის თასზე „ფროზინონესთან“ მარცხის შემდეგ ძალიან გაბრაზებული იყო.

როგორც Sportmediaset-ის ჟურნალისტი კარლო ლანდონი იტყობინება, ნიგერიელი ფორვარდი მატჩის დასრულების ჯერ მოედნის ცენტრში ჩაიმუხლა და ნიღაბი მოიხსნა, მერე კი სათადარიგო სკამთან მივიდა, სადაც ლეო ოსტიგორისა და სხვა თანაგუნდელებთან იკამათა.

როგორც ჩანს, ნიგერიელი ძალიან გაბრაზდა თანაგუნდელების დამოკიდებულებით აღნიშნულ მატჩში და წყენა არც დაუმალავს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ იტალიის თასის მერვედფინალში საკუთარ მოედანზე „ფროზინონესთან“ 0:4 განადგურდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

0.113261