ფეხბურთი

1:44 | 20.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

რუბენ ბარახა: "მამარდაშვილი გუნდს ძალიან კარგად ეხმარება"

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ბარახამ „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩის (1:0) შემდეგ გიორგი მამარდაშვილზე კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, ქართველი მეკარე გუნდს ძალიან ეხმარება და მომატება შეუძლია:

„მამარდაშვილი ახალგაზრდა მეკარეა, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს და მნიშვნელოვანია, რომ მეკარეები კარგ ფორმაში იყვნენ, რადგან გამარჯვებისთვის ისინი საჭიროა. გიორგი გვეხმარება, როცა რთული თამაშები გვაქვს და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ის ძალიან ახალგაზრდაა და ბევრი აქვს სასწავლი, მაგრამ წელს გუნდს ძალიან კარგად ეხმარება და ძალიან სტაბილურია“, - თქვა ბარახამ.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 22 გოლი აქვს გაშვებული, ექვსჯერ კი კარი მშრალად შეინახა. „ვალენსია“ 23 ქულით მეათე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 2 იანვარს, „ვილიარეალს“ უმასპინძლებს.

0.114534