„ადანა დემირსპორის“ თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ საკუთარი თავი „ნაპოლის“ შესთავაზა. როგორც მან თქვა, ვალტერ მაძარის გუნდში ვიქტორ ოსიმენის ალტერნატივად ითამაშებდა და რამდენიმე გოლს გაიტანდა.
„დე ლაურენტისს შეუძლია იანვარში ამიყვანოს, როგორც ვიცე-ოსიმენი, რამდენიმე გოლის გატანა კიდევ შემიძლია“, - თქვა ბალოტელიმ TvPlay Twitch-ში.
შეგახსენებთ, რომ მარიო ბალოტელი ბოლო დროს თურქეთის სუპერლიგაში თამაშობს, იტალიაში კი ბოლოს „ბრეშას“ და „მონცას“ წევრი იყო.