„მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ნახევარმცველ კალვინ ფილიპსს ტურინის „იუვენტუსში“ იჯარით გაუშვებს - წერს Corriere dello Sport.
წყაროს ცნობით, ამ დროისთვის არ არის ინფორმაცია იმის შესახებ, მოიცავს თუ არა საიჯარო ხელშეკრულება ფეხბურთელის შესაძლო გამოსყიდვის ვარიანტს. ფილიპსი თავად გამოთქვამს „იუვენტუსში“ გადასვლის ძლიერ სურვილს, რადგან მას აწუხებს მომავალი ევროპის ჩემპიონატის წინ ინგლისის ნაკრებში მოხვედრის საკითხი.
შეგახსენებთ, რომ ადრე ინგლისელმა ფეხბურთელმა უკმაყოფილება გამოთქვა „სიტის“ შემადგენლობაში მიღებული სათამაშო დროის გამო. მიმდინარე სეზონში ფილიპსმა ყველა ტურნირზე 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც ერთი გოლი გაიტანა. ჯამში მოთამაშემ მოედანზე 306 წუთი გაატარა.