ფეხბურთი

10:50 | 19.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური პრიმერას ბომბარდირთა დავაში უკრაინელმა არტიომ დოვბიკმა მეორე ადგილზე აინაცვლა

„ჟირონას“ ფორვარდმა არტიომ დოვბიკმა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში მე-10 გოლი გაიტანა.

„ალავესთან“ მე-17 ტურის მატჩში უკრაინელმა ჯერ 23-ე წუთზე გამოიჩინა თავი. მეორე გოლი 42-ე წუთზე კრისტიან პორტუმ გაიტანა. 59-ე წუთზე კი დოვბიკმა პენალტი შეასრულა და დუბლი მიითვალა.

ახლა 26 წლის დოვბიკი ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილზეა. მან მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდ ანტუან გრიზმანს (9 გოლი) გაუსწრო.

10 გოლი აქვს „ხეტაფეს“ ფორვარდ ბორხა მაიორალსაც, მაგრამ მან უკრაინელზე ნაკლები საგოლე პასი შეასრულა. სიას 13 გოლით მადრიდის „რეალის" ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი ლიდერობს.

შგახსენებთ, რომ მე-17 ტირის შემდეგ „ჟირონა“ ესპანური პრიმერას გათამაშების ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.

0.111278