კალათბურთი

2:11 | 19.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილმა "ცრვენა ზვეზდაში" გადასვლაზე უარი თქვა

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ს დატოვებასა და ბელგრადის „ცრვენა ზვეზდაში“ გადასვლაზე უარი თქვა.

როგორც ცნობილი გახდა, სერბული გუნდი შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს და წინადადებით ქართველ კალათბურთელსაც მიმართეს, მაგრამ სანდრომ ევროლიგის კლუბში თამაშზე უარი თქვა.

მიუხედავად იმისა, რომ მამუკელაშვილს „სან ანტონიოში“ სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ეძლევა, მისი მიზანი NBA-ში დარჩენა და იქ თავის დამკვიდრებაა, ამიტომაც, ევროპაში დაბრუნება ამ ეტაპზე არ ისურვა.

მიმდინარე სეზონში სანდრო მამუკელაშვილი საშუალოდ მხოლოდ 7 წუთს თამაშობს და 2 ქულას აგროვებს.

0.11413