„ნაპოლი“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სავარაუდოდ მცველს დაიმატებს. ამის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი პაოლო ბარჯიჯა იტყობინება.
როგორც მან თქვა, კლუბის ხელმძღვანელობა მიხვდა, რომ ზაფხულში დაცვაში მხოლოდ ნათანის დამატება შეცდომა იყო, რომლის გამოსწორებას იანვარში ეცდება. მისივე განცხადებით, „ნაპოლის“ კლემენ ლენგლე და იაკუბ კივიორი მოსწონს, რომლებსაც თავიანთ გუნდებში სათამაშო დრო არ აქვთ.
ჯერჯერობით, კონკრეტული დეტალები უცნობია, მაგრამ „ნაპოლის“ დაცვის ხაზი სეზონის განვლილ ნაწილში სუსტი რგოლი იყო და გაძლიერება რომ სჭირდება, აშკარაა.