ვეტერანი იტალიელი მცველი ლეონარდო ბონუჩი შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს. როგორც იტალიური მედია წერს, 35 წლის ფეხბურთელით „რომა“ ინტერესდება.
„უნიონიც“ არ არის წინააღმდეგი, რომ ბონუჩი გაასხვისოს, რადგან ძირითადი შემადგენლობის წევრად პრაქტიკულად არ განიხილება. ლეონარდომ გერმანულ გუნდში დღემდე მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
„რომაში“ ტრავმების ეპიდემიაა, რის გამოც სპორტული დირექტორი ტიაგო პინტო ბონუჩის სეზონის ბოლომდე დამატების ვარიანტს განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ ლეონარდო ბონუჩი 2010-2017 და 2018-2023 წლებში „იუვენტუსში“ თამაშობდა. მას სხვადასხვა დროს ასევე უთამაშა „ინტერში“, „ტრევიზოში“, „პიზაში“, „ბარისა“ და „მილანში“.