„სევილიას“ მიმდინარე სეზონში ახალი, უკვე მესამე მწვრთნელი ჰყავს. დიეგო ალონსო „ხეტაფესთან“ წაგების (0:3) შემდეგ დაითხოვეს, ის კი კიკე სანჩეს ფლორესმა შეცვალა.
ანდალუსიელები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში 2 ქულით ბოლო ადგილზე გავიდნენ, ლა ლიგაში კი 17 ტურის შემდეგ 13 ქულით „სელტასთან“ ერთად გასავარდნ ზონაში ადგილს იყოფენ.
კიკე სანჩეს ფლორესი ბოლოს „ხეტაფეში“ მუშაობდა, მანამდე კი არაერთ გუნდში იმუშავა, მათ შორის „ვალენსიაში“, „ბენფიკაში“, „ატლეტიკოში“, „ალ-აჰლიში“, „ალ-აინში“, „უოტფორდში“, „ესპანიოლსა“ და „შანხაიში“.
შეგახსენებთ, რომ „სევილიამ“ სეზონი ლუის მენდილიბართან ერთად დაიწყო, რომელიც დიეგო ლოპესმა შეცვალა, ახლა კი გუნდი კრიზისიდან კიკე სანჩეს ფლორესმა უნდა გამოიყვანოს.