ფეხბურთი

15:20 | 18.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: მერვედფინალური წყვილები გაირკვა

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, სადაც უეფას შტაბ-ბინა მდებარეობს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

შედეგად, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე შემორჩენილი 16 გუნდი დაწყვილდა. გაირკვა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" მერვედფინალურ სტადიაზე თამაში "ბარსელონასთან" მოუწევს.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური წყვილები:

"პორტუ" (პორტუგალია) - "არსენალი" (ინგლისი)

"ნაპოლი" (იტალია) - "ბარსელონა" (ესპანეთი)

"პარი სენ-ჟერმენი" (საფრანგეთი) - "სოსიედადი" (ესპანეთი)

"ინტერი" (იტალია) - "ატლეტიკო" (ესპანეთი)

პსვ ეინდჰოვენი (ნიდერლანდები) - "დორტმუნდი" (გერმანია)

"ლაციო" (იტალია) - "ბაიერნი" (გერმანია)

"კოპენჰაგენი" (დანია) - "მანჩესტერ სიტი" (ინგლისი)

"ლაიფციგი" (გერმანია) - "რეალი" (ესპანეთი)

აქვე გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩები 13-14 და 20-21 თებერვალს, ხოლო საპასუხო შეხვედრები 5-6 და 12-13 მარტს გაიმართება.

0.10486