ფეხბურთი

23:51 | 17.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ჩემპიონატი კლუბებს შორის: 19 მონაწილე და ფორმატი ცნობილია

ფიფამ დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2025 წლის ზაფხულში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი გაიმართება.

ტურნირში 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. შესაბამისად კვოტები კონტინენტების მიხედვით უკვე განაწილდა, უფრო მეტიც, 32 მონაწილიდან 19 კლუბის ვინაობაც ცნობილია.

ევროპა - 12 გუნდი

სამხრეთ ამერიკა - 6 გუნდი

აზია - 4 გუნდი

აფრიკა - 4 გუნდი

ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკა - 4 გუნდი

ოკეანის მხარე - 1 გუნდი

მასპინძელი - 1 გუნდი

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ოთხ წელიწადში ერთხელ გაიმართება. მაგალითად, ევროპიდან გუნდები შემდეგი პირობით კვალიფიცირდებიან: ჩემპიონთა ლიგის ბოლო ოთხი სეზონის გამარჯვებული, დანარჩენი 8 ადგილის მფლობელი კი ასევე ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო ოთხ წელიწადში ჩემპიონთა ლიგაზე ნაჩვენები შედეგებისა და შესაბამისად, უეფას რეიტინგით გაირკვევა.

ამრიგად, 2025 წელს, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშებენ (ევროპიდან):

„მანჩესტერ სიტი“, „ჩელსი“, „რეალი“, „ბაიერნი“, „ინტერი“, „პარი სენ-ჟერმენი“, „პორტუ“ და „ბენფიკა“.

გავლენ: ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის გამარჯვებული, ასევე „ატლეტიკო“ ან „ბარსელონა“, „დორტმუნდი“ ან „ლაიფციგი“, „იუვენტუსი“ ან „ნაპოლი“.

საქმე ისაა, რომ ერთი ევროპული ქვეყნიდან ორ გუნდზე მეტი არ დაიშვება. ამიტომაც, „ინტერს“ მაგალითად, „იუვენტუსი“ ან „ნაპოლი“ შეუერთდება, ორივე - ვერ. თუ რომელი ითამაშებს საკლუბო მუნდიალზე, წელს ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლის“ შედეგებზეა დამოკიდებული. ამჟამად რეიტინგში „იუვე“ „ნაპოლის“ 6 ქულით უსწრებს.

ინგლისიდან უკვე ადგილი გარანტირებული აქვთ „მანჩესტერ სიტის“ და „ჩელსის“, როგორც ბოლო წლებში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულებს, მაგრამ თუ წელს „არსენალი“ მოიგებს ამ ტურნირს, გამონაკლისი დაიშვება და მესამე ინგლისური გუნდის მიიღებს მონაწილეობას მუნდიალზეა.

რაც შეეხება სხვა კონტინენტებს, ამ შემთხვევაშიც ცნობილია ზოგიერთი გუნდის ვინაობა, რომლებმაც უკვე მოიპოვეს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური:

აფრიკიდან „ალ-აჰლი“ და „ვიდადი“, აფრიკის ჩემპიონთა ლიგის ბოლო სეზონების ტრიუმფატორები უკვე გავიდნენ მუნდიალზე, ორი გუნდის ვინაობა კი მოგვიანებით გაირკვევა.

აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები, „ალ-ჰილალი“ და „ურავა“ გასულები არიან ფინალურ ეტაპზე, ორი გუნდიც მოგვიანებით გაირკვევა (მიმდინარე სეზონის გამარჯვებული და ერთიც რეიტინგით).

ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკიდან „სიეტლი“, „მონტერეი“ და „ლეონი“ ითამაშებენ მუნდიალზე, მეოთხე გუნდი მოგვიანებით გაირკვევა. ოკეანეთიდან ახალ ზელანდიური „ოკლენდ სიტი“ ითამაშებს ფინალურ ეტაპზე.

ლიბერტადორესის თასის ბოლო სამი გამარჯვებული, „პალმეირასი“, „ფლამენგო“ და „ფლუმინენსე“ ითამაშებენ მსოფლიოს ჩემპიონატზე, კიდევ ერთი გამარჯვებული (2024 წლის) და ორი გუნდი რეიტინგით მოგვიანებით გაირკვევა.

აქვე გეტყვით, რომ 32 გუნდი რვა 4-გუნდიან ჯგუფში განაწილდება, საიდანაც 2-2 საუკეთესო მერვედფინალიდან გააგრძელებენ ჩემპიონობისთვის ბრძოლას. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 2025 წლის 15 ივნისს დაიწყება და 13 ივლისს დასრულდება, პირველ ტურნირს კი აშშ უმასპინძლებს.

0.114832