ფეხბურთი

19:31 | 17.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "კვარა კმაყოფილი არ იყო, ის საკუთარი თავისგან ყოველთვის ბევრს მოითხოვს"

იტალიელმა ჟურნალისტმა სალვატორე ბიაცომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ქართველი „კალიარისთან“ საკუთარი თამაშით უკმაყოფილო იყო, რადგან ის ყოველთვის მაქსიმუმს მოითხოვს.

„ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანი იმედგაცრუებული დატოვა და ეს პირველი შემთხვევა არ არის. მიზეზი იგივეა, რაც ყოველთვის იყო. ის არ იყო მოწყენილი შეცვლის გამო, არამედ იმიტომ, რომ ბოლომდე კმაყოფილი არ იყო თავისი თამაშით. მან გოლი გაიტანა, ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ მარცხენა გარემარბი ასეთია: ის ყოველთვის ბევრს მოითხოვს საკუთარი თავისგან. მე მას ყოველთვის ნახევარი ქულით მეტს შევაფასებდი. ის არასდროს ნებდება, არასდროს არ არის კმაყოფილი. იცის, რომ კარგი ფეხბურთელია და ამიტომ, ბევრს მოითხოვს საკუთარი თავისგან“, - თქვა ბიაცომ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ „კალიარი“ 2:1 დაამარცხა, გამარჯვების გოლი კი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.

0.114324