ფეხბურთი

1:43 | 17.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

მაძარი: "კვარა გამორჩეული ბიჭია, ბუნებრივია, რომ წნეხს გრძნობს, მთავარია მშვიდად იყოს"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ „კალიარისთან“ მატჩის (2:1) შემდეგ ისაუბრა და კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა. როგორც მან თქვა, კვარა განსაკუთრებული ბიჭია და მთავარია, მშვიდად იყოს.

„კვარამ უფრო მარტივად უნდა ითამაშოს? მნიშვნელოვანია, რომ კვარა და ოსიმენი მშვიდად იყვნენ. როცა მისნაირი ბიჭი „ნაპოლიში“ ჩემპიონი ხდება, ეს ყველაფერს ცვლის. მას სურს ზოგჯერ გადააჭარბოს და ყველას აჯობოს, ამიტომ, ენერგიას კარგავს და ზუსტი აღარ არის. მიხარია, რომ ოსიმენმა და კვარამ გოლები გაიტანეს.

ჩვენი თამაშის სისტემისთვის მნიშვნელოვანია ფლანგზე ფეხბურთელები ერთმანეთში თამაშობდნენ. კვარა განიცდიდა მარცხენა მცველის არყოფნას, რადგან ამის გამო ბევრ ენერგიას ხარჯავდა, ამიტომ მარიო რუის დაბრუნება ფუნდამენტური იყო.

მიხარია, რომ ოსიმენი დამშვიდდა, მიხარია, რომ მან და კვარამ გოლები გაიტანეს, რადგან ნერვიულობდნენ. მათ ისევ სჭირდებოდათ ისეთი გმირები ყოფილიყვნენ, როგორც გასულ სეზონში.

გუნდში მწვრთნელის შეცვლა რომ ხდება, ეს ნიშნავს, რომ რაღაც პრობლემაა. ამ ბიჭების უკან უნდა ვიყოთ. კვარა შარშან მოვიდა სრულიად უცნობი ბიჭი და დიდებული სეზონი ჩაატარა, ამიტომ, ახლა ყველას თვალი მისკენაა მიმართული. ბუნებრივია, რომ მის მიმართ წნეხს გრძნობს, მაგრამ მე და ჩემის თანაშემწეები ვცდილობთ, რომ თავი უფრო მშვიდად იგრძნოს. დღეს მან კარგად ითამაშა და დიდებული გოლი გაიტანა. გამორჩეული ბიჭია და დარწმუნებული ვარ, ამ გუნდს კიდევ ბევრს მისცემს“, - განაცხადა მაძარიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 21 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტიც მოიპოვა.

„ნაპოლიმ“ ამ გამარჯვებით 27 ქულა დააგროვა და ამ დროისთვის მეოთხე ადგილზეა, სერია A-ში მომდევნო მატჩს კი სერია A-ში 23 დეკემბერს, სტუმრად „რომასთან“ გამართავს. თუმცა იქამდე 19 დეკემბერს, იტალიის თასზე "ფროზინონეს" უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ „აძურიმ“ სერია A-ში საკუთარ მოედანზე 27 სექტემბრის შემდეგ პირველად მოიგო.

0.114737