„ლუთონ თაუნის" კაპიტანსა და მცველ ტომ ლოკიერს ინგლისის პრემიერლიგის მე-17 ტურის „ბორნმუთთან" (1:1) მატჩის დროს გული გაუჩერდა - გვამცნობს კლუბის პრესსამსახური.
შეხვედრის 59-ე წუთზე ლოკიერმა გონება დაკარგა. ორივე გუნდის სამედიცინო პერსონალი სწრაფად გაიქცა მოედანზე დახმარების გასაწევად. მალე ლოკიერი საკაცით გაიყვანეს მინდვრიდან. სტადიონზე მყოფი ყველა მაყურებელი ფეხზე წამოდგა და მცველს ტაში დაუკრა. მოგვიანებით განაცხადეს, რომ იმ ეპიზოდში 29 წლის ფეხბურთელს გული გაუჩერდა... ერთი ხნის შემდეგ გონს მოეგო და ამჟამად საავადმყოფოშია.
შეხვედრა შეწყდა როცა ანგარიში 1:1 იყო. ის მოგვიანებით გაიმართება და 66-ე წუთიდან გაგრძელდება.