ფეხბურთი

20:16 | 16.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

გრეილიშმა კარიერაში პირველად გაიტანა გოლები პრემიერლიგის ზედიზედ სამ მატჩში

ინგლისის პრემიერლიგის მე-17 ტურის მატჩში „მანჩესტერ სიტისა“ და „კრისტალ პალასს“ შორის, მეორე ტაიმი მიმდინარეობს. „სიტი“ 0:1 იგებს. ერთადერთი ბურთი გარემარბმა ჯეკ გრილიშმა გაიტანა.

ამრიგად, 28 წლის ფეხბურთელი ინგლისის ჩემპიონატის ზედიზედ სამ მატჩში გამოირჩა. გრილიშისთვის ასეთი სერია პირველი გახლავთ კარიერაში. პრემიერლიგის წინა ორ ტურში მან „ტოტენჰემსა“ (3:3) და „ლუთონს“ (2:1) გაუტანა.

გრილიში „მანჩესტერ სიტიში" 2021 წლის ზაფხულში გადავიდა „ასტონ ვილადან“ 117,5 მილიონ ევროდ.

ამ სეზონში გარემარბმა „სიტის" შემადგენლობაში 17 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, სამი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ფეხბურთელის კონტრაქტი კლუბთან 2027 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.

0.114474