ფეხბურთი

15:18 | 16.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბარის" ფანები დე ლაურენტისის წინააღმდეგ: "ეს არ არის "ნაპოლი" და არც შენი ფილმია"

„ნაპოლის“ პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის წინააღმდეგ „ბარის“ ტიფოზები გამოდიან.

საქმე ისაა, რომ დე ლაურენტისი „ბარის“ მფლობელიცაა, მაგრამ სამხრეთული გუნდის გულშემატკივრები აურელიოს ხელმძღვანელობით ძალიან უკმაყოფილოები არიან. „სპეციასთან“ მატჩის დროს არაერთხელ გაისმა ფანების მხრიდან დე ლაურენტისის საწინააღმდეგო შეძახილები.

„ეს არ არის შენი ფილმი, „ბარი“ არ არის შენთვის. ეს არ არის „ნაპოლი“, ეს არ არის შენი ფილმი“, - ისმოდა სტადიონზე „ბარის“ ფანების შეძახილები.

შეგახსენებთ, რომ „ბარი“ გასულ სეზონში ბოლო წუთზე დამარცხდა სერია A-ში გადასასვლელ მატჩში, მაგრამ მიმდინარე სეზონში წარუმატებლად ასპარეზობს და სატურნირო ცხრილის შუაშია.

0.119095