ფეხბურთი

20:41 | 15.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "ერთი თვის წინ ფერგიუსონი გეგონეთ და ახლა ფიქრობთ, რომ უკვე ქუჩაში ვარ"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ განაცხადა, რომ თუ სეზონს უტიტულოდ დაასრულებენ, წასვლა მოუწევს, თუმცა მანამდე ის სეზონზეა კონცენტრირებული და წასვლაზე არ ფიქრობს.

„არასოდეს მიფიქრა წასვლაზე. დადებითად ვარ განწყობილი, მჯერა ჩვენი პროექტის და შესაძლებლობების. შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს დეკუსთან და პრეზიდენტთან, ორი წელია ერთად ვმუშაობთ, დიდი „ბარსელონას“ მშენებლობის შუა გზაზე ვართ. პირველივე სირთულეზე ერ დავნებდებით. ეს ფეხბურთელები ესპანეთის ჩემპიონები არიან და პატივისცემას ვიმსახურებთ.

ეს კვირა დაგვეხმარება გაუმჯობესებაში, ვიცით, რომ რაღაცები კარგად ვერ გავაკეთეთ, ამიტომ უნდა ვიმუშაოთ. თუ სეზონის ბოლოს ვერაფერს მოვიგებთ, მწვრთნელი უნდა წავიდეს.

თქვენ ერთი თვის წინ ამბობდით, რომ „ბარსელონას“ ფერგიუსონი ვიყავი, ახლა კი ფიქრობთ, რომ უკვე ქუჩაში ვარ. კლუბს სტაბილურობა სჭირდება, ესპანეთის მოქმედი ჩემპიონები ვართ და თუ პირველივე სირთულეზე დეპრესიაში ჩავვარდით, ფეხზე ვერ წამოვდგებით“, - თქვა ჩავიმ.

0.131732