„ნაპოლის“ ვეტერანმა ფეხბურთელმა სტეფან სვოჩმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ქართველისთვის მთავარი პრობლემა ისაა, რომ მას მუდმივად ორი და სამი მეტოქის წინააღმდეგ თამაში უწევს.
„კვარა „ნაპოლიში“ მხოლოდ ერთი წლის წინ მივიდა, როგორც უცნობი ფეხბურთელი და მეტოქეები მას მსუბუქად მიუდგნენ. როცა მიხვდნენ, რას წარმოადგენდა და რა შეეძლო, გვიანი იყო. პრობლემა ის არის, რომ ახლა მას მუდმივად ორი ან სამი მეტოქე ეთამაშება. ბევრი კომპონენტია: მნიშვნელობა მხოლოდ ფიზიკურ მდგომარეობას არ აქვს, კვარას ძალიან განსხვავებულად უდგებიან, რადგან მათ იციან, რომ მას განსხვავების შექმნა შეუძლია“, - თქვა სვოჩმა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 20 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.