ფეხბურთი

14:45 | 15.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოსიმენი კონტრაქტს გაახანგრძლივებს, მაგრამ ზაფხულში დიდი ალბათობით "ნაპოლის" დატოვებს

„ნაპოლი“ ახლოსაა ვიქტორ ოსიმენთან კონტრაქტის განახლებასთან, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ნიგერიელი ზაფხულში გუნდს არ დატოვებს.

Rai Sport-ის ცნობით, ოსიმენი ახალ კონტრაქტს ერთი წლით, 2026 წლის ზაფხულამდე განაახლებს, მაგრამ ზაფხულში მისი წასვლა გადაწყვეტილია და ხელშეკრულების განახლებაც სწორედ იმას ემსახურება, რომ მის ტრანსფერს ნეაპოლელებმა ხელი არ შეუშალონ.

სავარაუდოდ, კონტრაქტში ჩაიწერება ოსიმენის გამოსასყიდი პუნქტით, რომელიც 130 მილიონი ევროთი განისაზღვრება.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლიში“ 2020 წლიდან თამაშობს და 116 მატჩში 66 გოლი აქვს გატანილი.

0.098685