საქართველოს ნაკრების მორაგბე ვასილ ლობჟანიძე შესაძლოა „ტულონში“ გადავიდეს. ამის შესახებ ფრანგული მედია იტყობინება.
„ტულონის“ მეცხრე ნომერმა ბაპტისტ სერინმა ტრავმა მიიღო, რის გამოც გუნდის სამწვრთნელო შტაბს მისი შეცვლა და ახალი 9 ნომრის პოვნა სურს. ფრანგული კლუბის ინტერესის სფეროში „ბრივის“ ქართველი მორაგბე მოხვდა.
ლობჟანიძეს ტოპ 14-ში თამაშის გამოცდილებაც აქვს, რაც „ტულონისთვის“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან გამოცდილ მორაგბეს ეძებს.
შეგახსენებთ, რომ ვასილ ლობჟანიძე „ბრივის“ ღირსებას 2016 წლიდან იცავს, ხოლო საქართველოს ნაკრებში 87 მატჩი აქვს ჩატარებული.