ფეხბურთი

2:14 | 15.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის პლეი-ოფის ყველა მონაწილე გაირკვა

ევროპა ლიგაზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა, რის შედეგადაც პლეი-ოფის ყველა მონაწილე გუნდის ვინაობა გაირკვა.

თითოეული ჯგუფის პირველადგილოსანი მერვედფინალში ავტომატურად გავიდა, ხოლო მეორეადგილოსნები 1/16-ფინალში ითამაშებენ, სადაც დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგიდან გადმორთულ გუნდებთან მოუწევთ.

ევროპა ლიგის მერვედფინალში ითამაშებენ

ვესტ ჰემი (ინგლისი), ბრაიტონი (ინგლისი), რეინჯერსი (შოტლანდია), ატალანტა (იტალია), ლივერპული (ინგლისი), ვილიარეალი (ესპანეთი), სლავია (ჩეხეთი), ლევერკუზენი (გერმანია)

ევროპა ლიგის 1/16-ფინალში ითამაშებენ (მერვედფინალის საგზურისთვის)

ფრაიბურგი (გერმანია), მარსელი (საფრანგეთი), სპარტა (ჩეხეთი), სპორტინგი (პორტუგალია), ტულუზა (საფრანგეთი), რენი (საფრანგეთი), რომა (იტალია), ყარაბაღი (აზერბაიჯანი)

ჩემპიონთა ლიგიდან გადმოსული გუნდები ასევე 1/16-ფინალში გამოვლენ და მათი სავარაუდო მეტოქე ზემოხსენებული 8 გუნდია:

გალათასარაი (თურქეთი), ლანსი (საფრანგეთი), ბრაგა (პორტუგალია), ბენფიკა (პორტუგალია), ფეიენოორდი (ნიდერლანდები), მილანი (იტალია), იანგ ბოიზი (შვეიცარია), შახტარი (უკრაინა)

ევროპა ლიგის 1/16-ფინალის წილისყრა 18 დეკემბერს გაიმართება, ხოლო მატჩები 15 და 22 თებერვალს ჩატარდება. რაც შეეხება მერვედფინალურ ეტაპს, ის 7 და 14 მარტსაა დაგეგმილი.

0.121841