ფეხბურთი

10:28 | 15.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ანკარაგუჯუს" პრეზიდენტი, რომელმაც მსაჯს სცემა, ფეხბურთს სამუდამოდ ჩამოაშორეს

თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ „ანკარაგუჯუს“ პრეზიდენტი ფარუქ ქოჯა, რომელმაც მსაჯს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მკაცრად დასაჯა.

ქოჯას 5 წლით აეკრძალა საფეხბურთო საქმიანობა, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ვერასოდეს შეძლებს ფეხბურთში მუშაობას, რადგან თურქეთში არსებული კანონმდებლობით, 3-წლიანი დისკვალიფიკაციაზე მეტი ნიშნავს, რომ სამუდამო აკრძალვა მიიღო.

გარდა ამისა, დაისაჯა „ანკარაგუჯუც“, რომელსაც ჯარიმის გადახდა მოუწევს 65 000 ევროს ოდენობით, ხოლო უახლოეს ხუთ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩაატარებს.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ ანკარაში ფარუქ ქოჯას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც აღძრულია.

0.114102