ფეხბურთი

22:35 | 14.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგის მატჩზე ისტორიაში პირველად ქალი არბიტრი იმსაჯებს

ინგლისის პრემიერლიგის არსებობის ისტორიაში პირველად მთავარი მსაჯის რანგში ქალბატონი იმუშავებს.

23 დეკემბერს, „ფულჰემისა“ და „ბარნლის“ მატჩს 40 წლის რებეკა უელში განსჯის. ის პირველი ქალი იქნება, რომელიც პრემიერლიგის მატჩს მოემსახურება, როგორც მთავარი არბიტრი. ისე კი, ნოემბერში „ფულჰემი“ – „მანჩესტერის“ მატჩზე მეოთხე მსაჯი იყო.

გარდა ამისა, 26 დეკემბერს, „შეფილდისა“ და „ლუთონის“ თამაშს სემ ალისონი განსჯის. ეს ფაქტი იმითაა გამორჩეული, რომ ის 2008 წლის მერე პირველი ფერადკანიანი მსაჯია, რომელიც პრემიერლიგის მატჩზე იმუშავებს.

0.113467