ფეხბურთი

13:39 | 14.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

რომანო: ოსიმენი „ნაპოლის“ ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება

„ნაპოლისთან“ კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი იტალიური კლუბის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება - წერს ტვიტერზე ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

წყაროს ცნობით, ახალი ხელშეკრულება ძალაში 2026 წლის ივნისის ბოლომდე იქნება. დოკუმენტის შესაბამისად კომპენსაცია 130 მილიონი ევრო იქნება და ძალაში 2024 წლიდან შევა.

მიმდინარე სეზონში ოსიმენმა „ნაპოლის“ შემადგენლობაში 15 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, რომლებშიც შვიდი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის კონტრაქტი იტალიურ კლუბთან ძალაშია 2025 წლის ივნისის ბოლომდე.

0.113977