ფეხბურთი

12:24 | 14.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ფულემმა“ ბერნდ ლენოს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

„ფულემმა“ გერმანელ მეკარე ბერნდ ლენოს შრომითი ხელშეკრულება გაუხანგრძლივა - წერს კლუბის პრესსამსახური.

წყაროს ცნობით, მეკარე „ფულემში“ თამაშს 2026/2027 წლების სეზონის ბოლომდე გააგრძელებს. მხარეებმა ახალ შეთანხმებაში კონტრაქტის 2028 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივების ვარიანტიც შეიტანეს.

„კლუბის შეთავაზების შესახებ ბოლო სანაკრებო შესვენებაზე გავიგე. დიდხანს არ მიფიქრია და დავთანხმდი. მაშინვე ვთქვი, რომ აქ დიდხანს დარჩენა მინდოდა. კმაყოფილი ვარ კლუბის ამბიციებით. იმედი მაქვს, ჩემი თამაშის წყალობით გუნდი კიდევ უფრო წარმატებული გახდება“, - ციტირებს ლენოს სიტყვებს „ფულემის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.

შეგახსენებთ, რომ ლენო „ფულემში“ 2022 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მეკარემ ყველა ტურნირზე ლონდონელთა შემადგენლობაში 17 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 26 გოლი გაუშვა. მანამდე გერმანელი თამაშობდა ისეთ კლუბებში, როგორებიცაა „შტუტგარტი,“ „ლევერკუზენი“ და „არსენალი.“

0.120212