“ბარსელონას” ფორვარდმა ბრაზილიელმა ნეიმარმა, თავის თანაგუნდელი არგენტინელი ლიონელ მესი შეაქო და აღნიშნა, რომ თამაშის დროს ისინი ერთმანეთს კარგად უგებენ.
“მესის თამაში აღმაფრთოვანებს. არგენტინელი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მესის პასი, გოლი, მოტყუება, ეს საოცრებაა. ჩვენ მოედანზე ერთმანეთს კარგად ვუგებთ, რაც “ბარსელონას” წაადგება”. – ნეიმარის სიტყვებს Marca ციტირებს.