„დინამო ბათუმის“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ჯოვინო ფლამარიონი კარიერას „ვალანსიენში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ფრანგულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
27 წლის ჯოვინო ფრანგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, კონტრაქტი კი 2025 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. მან 96-ნომრიანი მაისური მოირგო.
ჯოვინო „დინამო ბათუმში“ 2017 წლიდან თამაშობდა, შუალედში კი მცირე ხნით „როტორის“ წევრიც იყო. აღსანიშნავია, რომ მას საქართველოს მოქალაქეობაც აქვს. ცოტა ხნის წინ დასრულებულ ეროვნულ ლიგაში ჯოვინო საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელი გახდა.
„ვალანსიენი“ საფრანგეთის ლიგა 2-ში 17 ტურის შემდეგ მეოცე ადგილზეა და გადარჩენისთვის იბრძვის.