ფეხბურთი

14:26 | 13.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სანტოსის" პრეზიდენტი: "ნეიმარი დამპირდა, რომ გუნდში დაბრუნდება"

„სანტოსი“ ისტორიაში პირველად ბრაზილიის სერია B-ში გავარდა, კლუბის პრეზიდენტმა კი მიიღო გადაწყვეტილება, რომ 10 ნომრით ქვედა ლიგაში ვერავინ ითამაშებს.

10 „სანტოსში“ პელეს ნომერია, შესაბამისად, არ სურთ ეს ნომერი ქვედა ლიგაში გამოიყენონ. „სანტოსის“ პრეზიდენტმა ტექსეირამ კი, განაცხადა, რომ მას ნეიმარმა დაურეკა და 11 ნომრის დროებით გაუქმება სთხოვა მის დაბრუნებამდე.

„ნეიმარმა დამირეკა და მითხრა: „პრეზიდენტო, თქვენ უკვე შეაჩერეთ 10 ნომრის გამოყენება სერია A-ში დაბრუნებამდე, გთხოვ, 11-ის გამოყენებაც შეაჩერო ჩემს დაბრუნებამდე“.

ბედნიერი ვარ, რომ ეს მითხრა, ვიმედოვნებთ, რომ ნეიმარი მომავალში დაბრუნდება. 10 ნომერს დროებით ვაუქმებ, 11 ნომრის შემთხვევაში კი ჩვენი ვარსკვლავის დაბრუნებას ველოდები“, - თქვა ტექსეირამ.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი „სანტოსში“ 2009-2013 წლებში თამაშობდა და 224 შეხვედრაში 136 გოლი გაიტანა. ბრაზილიელს, რომელიც ამჟამად მძიმე ტრავმას მკურნალობს, „ალ-ჰილალთან“ ორწლიანი ძვირადღირებული კონტრაქტი აკავშირებს. „სანტოსში“ დაბრუნება კი ალბათ, არაბულ კლუბთან ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგაა მოსალოდნელი.

0.116703