ცნობილი ნიდერლანდელი ფეხბურთელის ფრანკ დე ბურის სამწვრთნელო კარიერა წარუმატებლად მიმდინარეობს.
ის ამჯერად ემირატების საფეხბურთო კლუბის, „ალ-ჯაზირას“ მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს. დე ბურმა გუნდს მხოლოდ 14 შეხვედრაში უხელმძღვანელა, მაგრამ "ალ-ვეჰდასთან“ მარცხის (2:4) მერე კარისკენ მიუთითეს.
„ალ-ჯაზირამ“ მიმდინარე სეზონში 10 ტურში მხოლოდ 14 ქულა მოიპოვა. დე ბური მანამდე „აიაქსს“, „ინტერს“, „კრისტალ პალასს“, „ატლანტა იუნაიტედს“ და ნიდერლანდების ნაკრებს ავარჯიშებდა.