ჯორჯო კიელინი, რომელმაც საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა, დიდი ალბათობით, „იუვენტუსში“ დაბრუნდება.
იტალიური მედიის ცნობით, კიელინი „ბებერ ქალბატონს“ მენეჯერის როლში დაუბრუნდება და ადგილს კლუბის მენეჯმენტში დაიკავებს, თუმცა ზუსტი პოზიცია ჯერ უცნობია.
აღსანიშნავია, რომ ჯორჯო ზაფხულამდე ლოს ანჯელესში ცხოვრებას აპირებს, ხოლო შემდეგ ტურინში დაბრუნდება და „იუვენტუსში“ სწორედ დამდეგი წლის ზაფხულიდან დასაქმდება.
შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინი „ლოს ანჯელესში“ 2022 წლის ზაფხულში გადავიდა და ამერიკულ გუნდში დღემდე 43 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა. მან კარიერის საუკეთესო წლები „იუვენტუსში“ გაატარა, სადაც 2005-2022 წლებში 561 თამაშში თავი 36 გოლით გამოიჩინა. "იუვეში" მასზე მეტჯერ მხოლოდ ალესანდრო დელ პიეროს (705) და ჯანლუიჯი ბუფონს (685) უთამაშიათ.