ფეხბურთი

11:36 | 13.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილს "იუვენტუსიც" აკვირდება

საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ტურინის „იუვენტუსის“ ინტერესის სფეროშია.

ტურინული გამოცემები წერენ, რომ ქართველ კარის დარაჯს „ბებერი ქალბატონის“ სკაუტები ისევ აკვირდებიან, რადგან ვოიცეხ შჩესნის პოტენციურ შემცვლელთა სიაში ჰყავთ. ისინი ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ გიორგით ინგლისური კლუბები, „ტოტენჰემი“, „ნიუკასლი“ და „მანჩესტერიც“ არიან დაინტერესებული.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. „ღამურები“ მის სანაცვლოდ დაახლოებით 30 მილიონ ევროს ითხოვენ.

0.151458