ფეხბურთი

2:07 | 13.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" "ბრაგას" ადვილად მოუგო და მერვედფინალში ითამაშებს

„ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საგზურის მოპოვება შეძლო. ვალტერ მაძარის გუნდს „ბრაგასთან“ ბოლო ტურში ქულა სჭირდებოდა, მაგრამ მოიგო და მერვედფინალში ისტორიაში მეხუთედ ითამაშებს.

იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა პორტუგალიურ გუნდს აჯობა. პირველივე ტაიმში გადაწყდა მატჩის ბედი სერდარის ავტოგოლით და ვიქტორ ოსიმენის გოლით. დარჩენილ დროში ბევრი არაფერი მომხდარა, რადგან თამაში ძალიან ნელ ტემპში წარიმართა და გუნდები მოსაწყენ ფეხბურთს თამაშობდნენ.

ხვიჩა კვარაცხელიამ ოსიმენის საგოლე შეტევა წამოიწყო, ხოლო 73-ე წუთზე თვითონაც შეეძლო გატანა, მაგრამ მეკარემ მისი დარტყმა მოიგერია. მთლიანობაში, კვარა მოედანზე ყველაზე აქტიური და საუკეთესო არ ყოფილა, ისე კი, 90 წუთი ითამაშა.

ამავე ჯგუფში „რეალმა“ სტუმრად ხოსელუს დუბლით და დანი სებალიოსის გოლით „უნიონ ბერლინს“ აჯობა. შედეგად, მერვედფინალში უდანაკარგოდ გავიდა. ევროპა ლიგაზე გააგრძელებს ასპარეზობას „ბრაგა“, რომელმაც 4 ქულა მოიპოვა, ხოლო „უნიონ ბერლინს“ 2 ქულით ბოლო ადგილი ერგო.

„ნაპოლი“ – „ბრაგა“ 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 სერდარი (9, ა.გ), 2:0 ოსიმენი (33)

„უნიონი“ – „რეალი“ 2:3 (1:0)

გოლები: 1:0 ფოლანდი (45), 1:1 ხოსელუ (62), 1:2 ხოსელუ (72), 2:2 კრალი (85), 2:3 სებალიოსი (89)

1. რეალი 6 6 0 0 16 7 9 18
2. ნაპოლი 6 3 1 2 10 9 1 10
3. ბრაგა 6 1 1 4 6 12 -6 4
4. უნიონი 6 0 2 4 6 10 -4 2
0.129103