ფეხბურთი

23:46 | 12.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სევილია" ევროპა ლიგის მიღმაც დარჩა

ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში ასპარეზობა დასრულდა. ბოლო ტურის წინ მხოლოდ ის წყდებოდა, ვინ გავიდოდა მესამე ადგილზე და შესაბამისად, ევროპა ლიგაზე.

პირველი და მეორე ადგილის ბედი ისედაც ცნობილი იყო: „არსენალი“ და მერე პსვ. ისინი ერთმანეთს „ფილიპს არენაზე“ შეხვდნენ, სადაც გუნდებმა ქულები გაიყვეს. თავიდან ლონდონელები იგებდნენ, მაგრამ მერე მასპინძლებმა გაათანაბრეს და ქულა მოიპოვეს. შედეგად, „არსენალმა“ 13 ქულით დაასრულა გამოსვლა ჯგუფში, პსვ-მ 9 ქულით.

ევროპა ლიგის საგზური კი „ლანსს“ დარჩა, რომელმაც საკუთარ მოედანზე კონკურენტი „სევილია“ 2:1 დაამარცხა. ფრანგებმა 8 ქულით მესამე ადგილი დაიკავეს, „სევილიამ“ კი ჯგუფურ ეტაპზე კოშმარულად იასპარეზა - მხოლოდ 2 ქულა მოიპოვა. ისიც აღსანიშნავია, რომ ანდალუსიელები ვერ გადავიდნენ თავიანთ საყვარელ ტურნირზე, რომლის მოქმედი ჩემპიონები არიან.

პსვ ეინდჰოვენი - „არსენალი“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ნკეტია (42), 1:1 ვირტესენი (50)

„ლანსი“ – „სევილია“ 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 ფრანკოვსკი (63, პენ), 1:1 სერხიო რამოსი (79, პენ), 2:1 ფულჯინი (90)

1. არსენალი 6 4 1 1 16 4 12 13
2. პსვ ეინდჰოვენი 6 2 3 1 8 10 -2 9
3. ლანსი 6 2 2 2 6 11 -5 8
4. სევილია 6 0 2 4 7 12 -5 2
0.156345