ლონდონის „ტოტენჰემმა“ დესტინი უდოჯის ახალი კონტრაქტი გაუფორმა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
მიუხედავად იმისა, რომ „მამლებმა“ 21 წლის იტალიელი გასულ ზაფხულს დაიმატეს, ნდობა მალევე გამოუცხადეს და კონტრაქტი 2030 წლამდე გაუხანგრძლივეს.
უდოჯიმ „ტოტენჰემის“ მაისურით დღემდე პრემიერლიგაში 14 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც თავი ერთი გოლით და 2 საგოლე პასით გამოიჩინა.
უდოჯის აქამდე „ვერონასა“ და „უდინეზეში“ აქვს ნათამაშები, ხოლო იტალიის ნაკრებში მის აქტივში ჯერჯერობით მხოლოდ ორი მატჩია.