ფეხბურთი

18:16 | 12.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯორჯო კიელინიმ კარიერა დაასრულა

ლეგენდარულმა იტალიელმა მცველმა ჯორჯო კიელინიმ კარიერა დაასრულა. იტალიური მედია იტყობინება, რომ 39 წლის ფეხბურთელმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

კიელინი ბოლოს ამერიკულ „ლოს ანჯელესში“ თამაშობდა, რომელთანაც კონტრაქტი ამოეწურა და გადაწყვიტა, რომ საფეხბურთო კარიერისთვის წერტილი დაესვა.

„შენ იყავი ყველაზე ლამაზი და ინტენსიური მოგზაურობა ჩემს ცხოვრებაში. შენ იყავი ჩემი ყველაფერი. შენთან ერთად განვიცადე უნიკალური და დაუვიწყარი თავგადასავლი. მაგრამ ახლა დროა ახალი თავები გავხსნა, დავწეროთ სხვა მნიშვნელოვანი და საინტერესო გვერდები“, - თქვა კიელინიმ გამოსამშვიდობებელ მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინი „ლოს ანჯელესში“ 2022 წლის ზაფხულში გადავიდა და ამერიკულ გუნდში დღემდე 43 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა. მან კარიერის საუკეთესო წლები „იუვენტუსში“ გაატარა, სადაც 2005-2022 წლებში 561 თამაშში თავი 36 გოლით გამოიჩინა. "იუვეში" მასზე მეტჯერ მხოლოდ ალესანდრო დელ პიეროს (705) და ჯანლუიჯი ბუფონს (685) უთამაშიათ.

კიელინიმ კარიერა ლივორნოში დაიწყო, შემდეგ ერთი სეზონი ფლორენციის „ფიორენტინაშიც“ გაატარა. იტალიის ნაკრებში ჯორჯო კიელინიმ 2004-2012 წლებში 117 მატჩში 8 გოლი გაიტანა, ევროპის ჩემპიონი (2021) და ვიცე-ჩემპიონიც (2012) გახდა.

0.112372