ჭადრაკი

14:49 | 12.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2023 წლის საანგარიშო ყრილობა გაიმართა

ყრილობის დღის წესრიგის მთავარი თემა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წესდებით გათვალისწინებული ფედერაციის პრეზიდენტის 2023 წლის საანგარიშო მოხსენება გახლდათ.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა აკაკი იაშვილმა ვრცლად ისაუბრა, 2023 წლის განმავლობაში გაწეულ სამუშაოზე, განხორციელებულ პროექტებსა და მომავალ გეგმებზე.

ყრილობის მონაწილე დელეგატთა შორის იყვნენ: მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი, 2015;2023 წლების მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატის გამარჯვებულები: ბელა ხოტენაშვილი და ლელა ჯავახიშვილი, 2008 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული მაია ლომინეიშვილი,საქართველოს ნაკრების წევრები და მწვრთნელები, ფედერაციის გამგეობის წევრები; რეგიონალურ ფედერაციათა წარმომადგენლები და ა.შ.

დამსწრეებმა, ფედერაციის მუშაობა წარმატებულად შეაფასეს.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

0.123563