ფეხბურთი

12:38 | 12.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

გარი ლინეკერი: „ვცდებოდი, VAR-ი ფეხბურთს ანგრევს“

ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად კი საფეხბურთო ტელეანალიტიკოსი, გარი ლინეკერი ნანობს VAR-ის (ვიდეო რეფერი) გამოყენებას ინგლისურ ფეხბურთში.

„რატომ უშვებენ მცველების შემთხვევით ხელით თამაშს, ხოლო თავდამსხმელების - არა? რატომ ვცდილობთ გოლების გაუქმებას? ადამიანები, რომლებიც ქმნიან თამაშის წესებს, ამას ძალიან უცნაურად აკეთებენ.

უნდა ვთქვა, რომ VAR-ის არსებობა ნამდვილად აღარ მომწონს. მე ვიყავი ერთ-ერთი, ვინც მხარი დაუჭირა მის განხორციელებას და ახლა თავს დამნაშავედ ვგრძნობ ამაში. რა თქმა უნდა, ვცდებოდი - ეს აფუჭებს თამაშს“, - ციტირებს ლინეკერის სიტყვებს The Sun.

16 ტურის შემდეგ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს „ლივერპული“ ლიდერობს, რომელსაც 37 ქულა აქვს. „არსენალი“ 36 ქულით მეორე ადგილზეა. „ასტონ ვილა“ 35 ქულით - მესამეზე, 33-ქულიანი „მანჩესტერ სიტი“ კი მეოთხეზე.

0.126173