საუდის არაბეთის მეფის თასის მეოთხედფინალში „ალ-ნასრმა“ სტუმრად „ალ-შაბაბი“ 5:2 დაამარცხა, კრიშტიანუ რონალდუმ კი წელს 50-ე გოლი გაიტანა. ამისთვის მას 56 მატჩის ჩატარება დასჭირდა.
რონალდუმ მეტოქის კარი ერთხელ დალაშქრა, თუმცა, მისმა გუნდმა მაინც იოლად მოიგო.
„ალ-ნასრი“ საუდის არაბეთის მეფის თასის ნახევარფინალში ითამაშებს.